როგორი იქნება 242 მეტრი სიმაღლის  72 სართულიანი სასტუმრო კომპლექსი ბათუმში

ბათუმში ახალი 72 სართულიანი, 242 მეტრი სიმაღლის კომპლექსი აშენდება. West Tower-ის მშენებლობას იუსტიციის სახლთან ახლოს, შპს „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია შპს „დე გრუპი“გეგმავს.

როგორც „ბათუმელები“ წერს, პირველადი პროექტის მიხედვით, შენობა ორი მაღალი კარკასისგან შედგება, ხოლო მისი მოშენების ფართობი 1075 კვ.მეტრია. ექნება რეკრეაციული სივრცე და პარკინგი. კომპლექსი გააერთიანებს სასტუმროს, აპარტამენტებს, ბიზნესცენტრს, სავაჭრო ცენტრს.

კომპანია გეგმავს სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის – Ritz Carlton-ის შემოყვანას.

ცნობისთვის, პროექტი 150 მილიონი დოლარის ქართულ-ჩინური ინვესტიციით განხორციელდება.