Alibaba-ს კვარტალური მოგება შემცირდა, თუმცა შემოსავლები გაიზარდა

გასული ფინანსური კვარტლის განმავლობაში, ჩინური კომპანია Alibaba Group Holding-ის სუფთა მოგება შემცირდა, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში კომპანიის სუფთა მოგებამ 45,1 მილიარდი იუანი (7 მლრდ დოლარი) შეადგინა. ხოლო შემოსავლებმა 205,7 მილიარდი იუანი.

ამასთან, კომპანიის შემოსავლები საკვანძო ელექტრონული კომერციის სფეროში გაზრდილია 35%-ით, 180 მილიარდ იუანამდე, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ნაწილში კი - 29%-ით, 16 მილიარდ იუანამდე.

კომპანიის წლიური აუდიტორია, ბოლო 12 თვის განმავლობაში, ​გაზრდილია 45 მილიონით და 1,18 მილიარდ ადამიანს აღწევს.

Alibaba ფლობს ჩინეთის უმსხვილეს ელექტრონული კომერციის პლატფორმას, რომელზეც ჩინეთის ელ-კომერციის 80% მოდის.

კოკა კვირკველია