თბილისის ღია უნივერსიტეტი ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) წევრი გახდა

თბილისის ღია უნივერსიტეტი ბოლო პერიოდში საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური სიახლეებით გამოირჩევა. უნივერსიტეტს განახლებული შემადგენლობის მენეჯმენტი ჰყავს და ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეებია პროგრამებისა და აკადემიური პერსონალის კუთხითაც. უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მედიცინის სკოლაა, რომლისთვისაც 2021 წელი ნამდვილად გარდამტეხი წელი აღმოჩნდა. ამ ფაქტს ისიც განამტკიცებს, რომ სულ ახლახან თბილისის ღია უნივერსიტეტი ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) წევრი გახდა.

mnishvnelovani-2-1628065855.jpg

შეგახსენებთ, რომ AMEE აერთიანებს 90-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და მეცნიერებს. იგი ქმნის ერთიან პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ დაინტერესებულ პირს, მიიღოს სასურველი ინფორმაცია მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს თაობაზე, ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი პროექტები და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ღონისძიებებში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც თბილისის ღია უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება არის მათთვის, ვისაც ამერიკაში რეზიდენტურაზე სწავლის გაგრძელება სურს. ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს რეზიდენტურის გამოცდების მოსამზადებელ პროგრამაში (United State Medical Licensed Examination), წარმატებით გაიაროს ყველა საჭირო ეტაპი და გაემგზავროს ამერიკაში სასწავლებლად.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ღია უნივერსიტეტმა სულ ცოტა ხნის წინ, „ევექსის ჰოსპიტლებთან“ უპრეცედენტო თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის შედეგადაც ივ. ბოკერიას სახელობის კლინიკა თბილისის ღია უნივერსიტეტთან აფილირებული საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა. უნივერსიტეტში ჩარიცხული ქართველი სტუდენტებიდან უმაღლესი ქულების მქონე Top 5 სტუდენტი სრულად დაიფინანსებს მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის სწავლების სრულ 6 წელს. გამოყოფილი გრანტის ჯამური ოდენობა კი 100 000 ლარს შეადგენს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტს გვერდს:

(R)