PepsiCo ბრენდებს Tropicana და Naked ყიდის

ამერიკული კომპანია PepsiCo Inc., რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, გვამცნობს, რომ მის კუთვნილ ბრენდებს, Tropicana და Naked, ფრანგულ კერძო საინვესტიციო კომპანიაზე PAI Partners ყიდის.

შეთანხმების სტრუქტურა ითვალისწინებს ერთობლივი საწარმოს შექმნას, რომელშიც PepsiCo-ს ექნება აქციების 39%. ის ასევე შეინარჩუნებს ექსკლუზიურ უფლებას ამ ბრენდების პროდუქციის შტატებში გავრცელებაზე.

კონტრაქტის ღირებულება 3,3 მილიარდი დოლარია. ამერიკული კომპანია აღნიშნული ფულის გამოყენებას ვალუტის ბალანსის გასაზრდელად და ბიზნესში ინვესტირებისთვის გეგმავს, წერს The Wall Street Journal.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმება 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

PepsiCo-ს სასმელების გაყიდვები 2011-დან 2020 წლამდე 36%-ით არის შემცირებული, რასაც ამერიკულ კომპანიაში საზოგადოებაში შაქრის გამოყენების შემცირების ტრენდით ხსნიან.

უშუალოდ PepsiCo-ს შემოსავლებმა 2020 წელს 3 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა მთლიანობაში კომპანიამ 70 მილიარდი დოლარის შემოსავალი ნახა.

PAI Partners-ის აქტივები კი, 17,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, და ის ცნობილია სახელგანთქმულ ბრენდებში ინვესტიციების ჩადებით.

კოკა კვირკველია