სახლი საბურთალოზე  7000 კვ/მ ეზოთი და  თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით

ზაფხული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საუკეთესო დროა, რათა სექტემბრიდან მუშაობის აქტიურ რეჟიმს მშვიდად დავუბრუნდეთ. ასეთი გადაწყვეტილება კი საოცნებო ბინის შეძენაა, რომელიც აკმაყოფილებს ყველა პირობას, რომელიც შეიძლება თანამედროვე ადამიანს სურდეს.

საუკეთესო მდებარეობა ქალაქის ცენტრში, 7 000 კვ/მ ეზო, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი, საბავშვო სივრცე და საპარკინგე ზონა, - ეს „ტერასა საბურთალოა“, რომელსაც „ტერასა ჯგუფი“ და „ტეტრის დეველოპმენტი“ ერთად ახორციელებენ.

terasa12-1628071218.jpg

1100 კვ/მ გამწვანებულ ტერიტორიას თავად დეველოპერები მოაწყობენ, კომპლექსის გვერდით კი თბილისის მერიამ უკვე აითვისა 5 600 კვ/მ რეკრეაციული ზონა, სადაც ზაფხულში დროის გატარება განსაკუთრებით სასიამოვნოა.

საუკეთესო სამშენებლო მასალები, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობასა და თბოიზოლაციას უზრუნველყოფს, მობინადრეებს მშვიდად და სრულყოფილად ცხოვრების საშუალებას მისცემს. პროექტის მრავალფეროვანი კატალოგის მეშვეობით კი თითოეული მათგანი ბინის დაგეგმარებას თავად შეძლებს და ყველა კვადრატულ მეტრს სურვილისამებრ აითვისებს. კომპანია ბინებს სრული რემონტით ჩაგაბარებთ და თავიდან აგარიდებთ აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებულ დისკომფორტს, რაც ასევე დროის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ.

terasaaa-1628071251.jpg

რაც შეეხება გადახდის პირობას, „ტერასა ჯგუფის“ საზაფხულო შეთავაზება ასეთია: 2 წლის განმავლობაში იფარება ბინის ნახევარი შიდა უპროცენტო განვადებით, ბინის ჩაბარებისას კი თანამშრომლობას პარტნიორ ბანკთან გააგრძელებთ. ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვოთ და კომპანიის წარმომადგენელი პროექტთან დაკავშირებულ დეტალებს პირადად გაგაცნობთ:

ganacxadii-1624368580.jpg

(R)