Stellantis-ი Alfa Romeo და Lancia ბრენდის ქვეშ მხოლოდ ელექტრომობილების გამოცემას აპირებს

ტრანსნაციონალური საავტომობილო კონცერნი Stellantis-ი Alfa Romeo და Lancia ბრენდის ქვეშ მხოლოდ ელექტრომობილების გამოცემას აპირებს. ამის შესახებ სამშაბათს, ონლაინ პრეზენტაციის დროს Stellantis-ის თავკაცმა კარლოს ტრავარესმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2026 წლიდან ავტომობილების ყველა ახალი მოდელი უნდა იყოს ელექტრო ძრავით. კარლოს ტრავარესმა კომპანიის ამ ხედავს „მასშტაბური ეკოლოგიური ტრანსფორმაცია“ უწოდა.

Stellantis-ი 2021 წელს, იტალიურ-ამერიკული Fiat Chrysler Automobiles (FCA)-სა და ფრანგული Groupe PSA-ს შერწყმით შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედის ისეთი საავტომობილო ბრენდები, როგორებიცაა: Fiat, Maserati, Jeep და სხვები. შერწყმის შედეგად ის გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონცერნი მსოფლიოში.

კოკა კვირკველია