ბენზინი წლიურად 57%-ით, დიზელი კი 48%-ით გაძვირდა - რა ღირს საწვავი ავტოგასამართ სადგურებზე

ბენზინის ფასი ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56,86%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა. აღსანიშნავია, რომ ფასის მატებით, ბენზინი ივლისის 10 ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს/საქონელს შორის მოხვდა. რაც შეეხება დიზელის საწვავს, მისი ფასი წლიურად - 47,94%-ით არის გაზრდილი.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.12 ლარია; „რეგულარი“ – 2.97; სუპერი – 3.20; ევრო-დიზელი კი 2.95 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2.85 ლარია.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 2.91 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 3.02 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.14 და 2.98 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.20 ლარი შეადგინა.

„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.13 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.03 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 2.99; ხოლო „სუპერის“ ფასი 3.20 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 2.95 და 3.03 ლარია.

დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ 3.05 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 2.93 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი 2.97 ლარი ღირს, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი – 3.14 ლარი; სუპერი ecto 100-ს კი – 3.20 ლარია.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 2.87 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” 2.96 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 3.15 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი 2.85 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 3.20 ლარი ღირს.

თაია არდოტელი