რომელ 5 ქვეყანაზე მოდის, საქართველოდან ევროკავშირში მთლიანი ექსპორტის 73%

„ასოცირების შესახებ შეთანხმებამ, მოლოდინის მიუხედავად, არ გამოიწვია საქართველოდან ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გაუმჯობესება. პირიქით, 2016 წლიდან 2020 წლამდე, საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროკაშირში ექსპორტი შემცირდა 5% -ით“. ამის შესახებ, პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლვევის ანგარიშშია საუბარი. ანგარიში ევროპის ბაზარზე საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შეეხება.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2106 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში ევროკავშირში ექსპორტის შემცირების მიზეზი იყო თხილის წარმოებაზე აზიური ფაროსანას უარყოფითი გავლენა როგორ ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით.

„საქართველოდან ევროკავშირში სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სურსათის ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია. კერძოდ, მწირია, როგორც სხვადასხვა დასახელების პროდუქციის ექსპორტი, ასევე საექსპორტო დანიშნულების ქვეყნების ჩამონათვალი.

საქართველოდან ექსპორტირებულმა სამმა ძირითადმა პროდუქტმა (თხილი, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები) საქართველოდან ევროკავშირში მთლიანი ექსპორტის 73% შეადგინა, ხოლო ევროკავშირის ხუთ წევრ სახელმწიფოზე (გერმანია, იტალია, ლიტვა, საფრანგეთი და პოლონეთი) მოდის საქართველოდან ევროკავშირში მთლიანი ექსპორტის 73%,“-აღნიშნულია ანგარიშში.

თაია არდოტელი