ევროკავშირის ქვეყნებში ვაშლის მარაგი შემცირდა

ვაშლისა და მსხლის მსოფლიო ასოციაციის (WAPA) მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში 1-ლი ივლისის მდგომარეობით, 456.2 ათასი ტონა ვაშლი დარჩა. ივნისთან შედარებით, ვაშლის რაოდენობა 331,9 ათასი ტონით შემცირდა. ინფორმაციას AgroTimes ავრცელებს.

ყველაზე დიდი მარაგი იტალიაში შეინიშნება, რაც 144,5 ათასი ტონას შეადგენს. ივნისში იტალიის საწყობებში 244,7 ათასი ტონა ვაშლი დაფიქსირდა.

პოლონელ მებაღეებს 133 ათას ტონა ვაშლის მარაგი აქვთ, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის რაოდენობაზე 11-ჯერ მეტია. მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით, პოლონური ვაშლის მარაგი სამაცივრე საწყობებში 104 ათასი ტონით შემცირდა.

პოლონეთში შენახულ ჯიშებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობითაა Idared ჯიშები - 50 ათასი ტონა, შემდეგ Golden Delicious - 25 ათასი ტონა, Red Jonaprins - 15 ათასი ტონა და Gloucester - 10 ათასი ტონა.

საფრანგეთის მარაგი 51 ათას ტონაზე მეტ ვაშლს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ