რიანა ოფიციალურად მილიარდერი გახდა

Forbes- ის თანახმად, მომღერალი რიანა მილიარდერი გახდა. გამოცემა ახლა მის ქონებას 1,7 მილიარდ დოლარად აფასებს. Forbes USA -ს მიხედვით, შოუბიზნესში ტელეწამყვან ოპრა უინფრის შემდეგ, იგი მეორე უმდიდრესი ქალია.

რიანას ქონების უმეტესი ნაწილი, 1,4 მილიარდი დოლარი კოსმეტიკური კომპანიის Fenty Beauty–ის წილზე მოდის. დარჩენილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილია მომღერლის წილი თეთრეულის მწარმოებელ Savage x Fenty– ში. გარდა ამისა, მომღერალმა ქონება მუსიკალური და სამსახიობო საქმიანობითაც დააგროვა.

რობინ ფენტიმ, რომელიც მსოფლიოში ცნობილია როგორც რიანა, Fenty Beauty 2017 წელს, ფრანგულ ჰოლდინგთან LVMH- თან ერთად დააფუძნა. ამ უკანასკნელს კი ევროპის უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო მართავს.

ბარბადოსში დაბადებული რიანა არ არის ერთადერთი ცნობილი ადამიანი, ვინც სოციალური ქსელები წარმატების მისაღწევად გამოიყენა. მას ჰყავს 101 მილიონი მიმდევარი ინსტაგრამზე და 102.5 მილიონი Twitter– ზე. სწორედ მიმდევრების რაოდენობამ და აღნიშნულმა სოცქსელებმა იქონიეს დიდი გავლენა მისი კომპანიების წარმატებაზე.

რიანას პროდუქცია მრავალფეროვან ასორტიმენტს მოიცავს. მაგალითად, ტონალური კრემი შემოთავაზებულია 50 ფერში, მათ შორის უფრო მუქი ფერის ქალებისთვის და მოდელირებულია მის რეკლამაში თანაბრად მრავალფეროვანი ადამიანების ჯგუფის მიერ. კოსმეტიკა ხელმისაწვდომია ონლაინ და Sephora მაღაზიებში, რომლებიც ასევე LVMH– ს საკუთრებაა.

თეონა რამაზაშვილი