Uber-მა მეორე კვარტალში რეკორდული შეკვეთები მიიღო

ტაქსის შეკვეთის სერვისის მიმწოდებელი კომპანია Uber Technologies-ი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მოგებაზე გავიდა. მან 1,9 მილიარდი დოლარის არარეალიზებული მოგება ნახა, რომელიც წილის სახით კომპანიებისგან Didi Global Inc. და Aurora Innovation Inc. მიიღო.

კომპანიის სუფთა მოგებამ აპრილ-ივნისში 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის იმავე პერიოდში 1,78 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა.

ჯამში, კომპანიამ საანგარიშო პერიოდში 114%-ით მეტი შეკვეთა და რეკორდული, 21,9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, Uber-ის პლატფორმის მომხმარებელთა რიცხვი გასულ კვარტალში 84%-ით გაიზარდა, 101 მილიონამდე.

დღეისთვის , Uber-ის მომსახურება მსოფლიოს 70 ქვეყნის 900-ზე მეტ ქალაქშია ხელმისაწვდომი.

კოკა კვირკველია