Toyota-ს შემოსავლები მეორე კვარტალში 72%-ით გაიზარდა

იაპონური საავტომობილო გიგანტის Toyota Motor Corp.-ის შემოსავლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 72%-ით არის გაზრდილი, ამის მიზეზი კი გაყიდვების მნიშვნელოვანი მატებაა.

ამასთან, კომპანიის სუფთა მოგებამ 8,23 მილიარდი დოლარი შეადგინა. ხოლო კვარტალურმა შემოსავლებმა 7,936 ტრილიონი იენი.

Toyota-ს ავტომობილების გაყიდვები საანგარიშო პერიოდში გაზრდილია 49,3%-ით, 2,759 ავტომობილამდე.

Toyota-ს პროგნოზით, მიმდინარე ფინანსური წლის განმავლობაში ავტომობილების გაყიდვები 10,6 მილიონს მიაღწევს. კომპანია წელს 2,4%-ით მეტ მოგებას ელოდება, 2,3 ტრილიონ იენამდე, ხოლო შემოსავლების 10%-იან ზრდას, 30 ტრილიონ იენამდე.

კოკა კვირკველია