გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო ე.წ. „წითელ ზონაში“ შეიყვანა, - შესაბამისი ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
„უახლესი მონაცემების შეფასების შემდეგ, საქართველო, რეუნიონი, მაიოტა და მექსიკა წითელ სიას დაემატებიან. ისინი შემაშფოთებელი ვარიანტების გამო გაერთიანებული სამეფოსთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაღალ რისკს წარმოადგენენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ თებერვლიდან გაერთიანებულ სამეფოში „წითელ სიაში“ შემავალი ქვეყნებიდან და ტერიტორიებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის სავალდებულოა 10 დღიანი კარანტინის გავლა სპეციალურ საკარანტინო დაწესებულებაში.
ცვლილება 8 აგვისტოს დილის 4:00 საათიდან შედის ძალაში.