იაპონური საავტომობილო კომპანია Honda Motor Co.-ს შემოსავლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 69%-ით გაიზარდა. კერძოდ, 3,58 ტრილიონ იენამდე (32,9 მლრდ დოლარამდე), ეს მაშინ, როცა გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 2,12 ტრილიონი იენი იყო.
Honda-ს სუფთა მოგება აპრილ-ივნისში 22,5 მილიარდი იენია, მაშინ როცა გასულ წელს 80,87 მლრდ იენის ზარალი ჰქონდა. კომპანიის ოპერაციული მოგება 243,2 მლრდ იენია.
Honda მიმდინარე წელს შემოსავლების 17%-იან, ხოლო მოგების 1,9%-იან ზრდას ელოდება.