Reuters-ის ცნობით, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ მეორე კვარტალში ზარალი კიდევ უფრო შეამცირა. ხარჯების დაგეგმილზე ადრე შემცირების შედეგად, ავიაკომპანიამ კრიზისის შემდეგ პირველად პოზიტიური, თავისუფალი ფულადი ნაკადი დააფიქსირა.
ავიაჯგუფი, რომელიც ასევე ფლობს კომპანია Eurowings-ს, Swiss-ს, Brussels-სა და Austrian Airlines-ს, აცხადებს, რომ კორექტირებული ოპერაციული ზარალი 952 მლნ ევრომდე (1,13 მლრდ დოლარამდე) შეამცირა, რაც პროგნოზირებულ 971 მლნ ევროზე ნაკლები და შარშანდელ ზარალთან შედარებით, 43%-ით მცირეა.
ავიაკომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა 3,2 მლრდ ევრო შეადგინა, რაც პროგნოზირებულ 3,3 მლრდ ევროზე ოდნავ ნაკლებია. Lufthansa-მ ივნისში გამოაქვეყნა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოგებაზე დაბრუნებას პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ნაკლები თვითმფრინავითა და მგზავრთა რაოდენობით აპირებდა. ავიაკომპანიაში დღესაც მოელიან, რომ ტურისტული მიმართულებებსა და საქმიან ფრენებზე წლის მეორე ნახევარში მოთხოვნა გაიზრდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ