1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0927 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0927 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0927 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1022 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0095 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6624 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6780 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.