ისრაელის მთავრობამ ხილ-ბოსტნეულზე ფასების შემცირების გეგმა წარმოადგინა

ისრაელის მთავრობამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც ქვეყანაში ხილისა და ბოსტნეულის ღირებულებას შეამცირებს. ინფორმაციას Freshfruitportal-ი ავრცელებს.

სახელმწიფო გეგმის ფარგლებში, ხილისა და ბოსტნეულის საბაჟო გადასახადები დაიწევს, რათა სექტორი კონკურენციისთვის გაიხსნას. გეგმა ასევე, ქვეყნის ფერმერებისთვის პირდაპირი და არაპირდაპირი დახმარების პაკეტს გულისხმობს. მთავრობა ელოდება, რომ ამ ინიციატივების რეალიზაციის შედეგად, ისრაელის მომხმარებლები წელიწადში დაახლოებით, 820 მლნ დოლარს დაზოგავენ.

ბოლო წლებში ისრაელში ხილისა და ბოსტნეულის ფასები 80%-ით გაიზარდა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

სამთავრობო გეგმის მიხედვით, ხილსა და ბოსტნეულზე, ასევე კვერცხზე გადასახადები შემცირდება. ასევე, ევროპული სტანდარტების შემოღებით, გამარტივდება ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის წესები. ვარაუდობენ, რომ შედეგად ისრაელის ბაზარზე ასორტიმენტი გაიზრდება და ხილ-ბოსტნეულზე ფასები დაიწევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ