Siemens-ის კვარტალური მოგება 2,5-ჯერ გაიზარდა

ევროპის უმსხვილესი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Siemens AG-ის სუფთა მოგება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 151%-ით არის გაზრდილი.

კომპანიის სუფთა მოგება გასული კვარტლის განმავლობაში შეადგენდა 1,35 მილიარდ ევროს, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე ანალოგიურ პერიოდში 535 მილიონი ევრო იყო.

Siemens-ის კორექტირებული EBITA - გაზრდილია 29%-ით 2,32 მილიარდ ევრომდე.

რაც შეეხება შემოსავლებს, მან საანგარიშო პერიოდში 16,10 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 24%-იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კომპანია ფინანსური წლის ბოლომდე 6,1-6,4 მილიარდი ევროს სუფთა მოგებას, ხოლო შემოსავლების 12%-მდე ზრდას ელოდება.

კოკა კვირკველია