Gino Paradise ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას იწყებს.
კერძოდ, აცრილ მოქალაქეებს 20%-იან ფასდაკლებას და სხვადასხვა გათამაშებას სთავაზობს.
„წარმოადგინე აცრის ბარათი, მიიღე 20%-იანი ფასდაკლება და გახდი გრანდიოზული გათამაშების მონაწილე. გათამაშებები გაიმართება ყოველ კვირას, FB ლაივის მეშვეობით და გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან „ისი პარის“, „ავერსის“, „პსპ - ს“, „ჯპს- ის“ და სხვა ცნობილი კომპანიების სხვადასხვა კოსმეტიკური ბრენდების სასაჩუქრე ნაკრებებით. გარდა ამისა, თამაშდება ჯინოს აკვაპარკის, ველნესისა და სპის სასაჩუქრე ვაუჩერები.
ფინალური გათამაშებისთვის კი ჯინოს დამფუძნებელმა შემდეგი საჩუქრები მოამზადა:
ჯინოს, როგორც ევროპული კომპანიის, უმთავრესი ამოცანაა ჯანდაცვის სისტემის თანადგომა, ვაქცინაციის პროცესის წახალისება, დაჩქარება და პანდემიის დასრულება.
ჯინოში მკაცრად ვითვალისწინებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციას და ვქმნით ჯანსაღ გარემოს ჩვენი სტუმრებისთვის.
მოვუწოდებთ სხვა კომპანიებსაც, რომ შემოგვიერთდნენ, გამოიჩინონ ინიციატივა ვაქცინაციის წასახალისებლად და ერთად ვებრძოლოს კოვიდ პანდემიას,“-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.