ქართულ ლატარიაში უკვე მოგებულია 55 მილიონი ლარი! - როგორ ვითამაშოთ ლატარია?

ლატარია მსოფლიოში ყველაზე ძველი და ტრადიციული თამაშია! პირველი ლატარია ძვ.წ.-ით მე-4 საუკუნეში ჩინეთში შეიქმნა და მას ,,კენო’’ ეწოდა. ,,კენოდან’’ შემოსული თანხით ჩინეთის იმპერატორთა ჰანების დინასტიამ ჩინეთის კედლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ევროპული ლატარია კი სათავეს ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან იღებს.

საქართველოში პირველი ლატარიის დაარსება მე-19 საუკუნეში ივანე ჯავახიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელს უკავშირდება, ამ ორმა უდიდესმა მამულიშვილმა ლატარიის პირველი გათამაშებებიდან შემოსული თანხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პირველი ქართული თეატრის მშენებლობას მოახმარეს.

ლატარია კეთილშობილი თამაშია, რადგან დღესაც როდესაც თქვენ თამაშობთ ლატარიას, ავტომატურად ხდებით ქველმოქმედების მონაწილე, ლატარიის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ ქველმოქმედებას ხმარდება.

საქართველოში ბოლო სამი წლის მანძილზე მოგებულია და ლატარიის მოთამაშეებზე გაცემულია 55 000 000 ლარზე მეტი!

იმისთვის, რომ თქვენც ითამაშოთ ლატარია და მოიგოთ სხვადასხვა რაოდენობის თანხა, აუცილებლად უნდა დაიწყოთ ლატარიის თამაში, რომელიც არ იწვევს მიჩვევას, ახლავს ჯანსაღი აზარტი და ისეა მოწყობილი, რომ ვერასდროს შეძლებთ დიდი თანხების წაგებას.

ლატარიის თამაშის რამდენიმე გზა არსებობს - პირველი და ყველაზე მარტივი გახლავთ ონლაინ პლატფორმა www.lotto.ge, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ,,ლოტო -6/42’’-ის - ჯეკპოტი - 650 000 ლარზე მეტი, ,,5/35-ოქროს ბურთის’’ - ჯეკპოტი -135 000 ლარზე მეტი და ,,კენოს’’- ჯეკპოტი 250 000 ლარი - ბილეთები. ლატარიის ონლაინ პლატფორმაზე ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ სხვადასხვა მომენტალური ონლაინ ლატარია მაქსიმალური მოგებით 150 000 ლარი.

მომენტალური გადასაფხეკი ლატარიის მოყვარულებს საშუალება აქვთ ითამაშონ ექვსი გასაფხეკი ლატარია - ,,ფარაონი’’, ,,შვიდიანი’’, ,,სამი შანსი’’, ,,ჯოკერი’’, ,,7-11-21’’ და ხელფასი, რომელთა მაქსიმალური მოგება 50 000 და 20 000 ლარი და ერთი წლით 1000 ლარი ხელფასია. გადასაფხეკი ლატარიის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ,,მაგნიტის’’, ,,სპარის’’, ,,იოლის’’, ,,სმარტის’’, ,,ავერსისა’’ და ,,გალფის’’ ქსელში, ასევე ,,საქართველოს ფოსტის’’ ჯიხურებსა და კომპანიის სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ სავაჭრო ცენტრში. კომპანიის სერვის ცენტრებსა და ,,საქართველოს ფოსტის’’ ჯიხურებში ასევე იყიდება ,,ლოტო -6/42’’-ის, ,,5/35-ოქროს ბურთის’’ და ,,კენოს’’ ბილეთებიც.

ლატარიის ბილეთების ღირებულება 1 ლარიდან იწყება, ხოლო მაქსიმალური ფასი 3 ლარია. ასე რომ, საქართველოში ლატარიის თამაში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ყველაზე მომგებიანი თამაშია, თან ლატარიის თამაშით თქვენ ეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.