საბანკო სექტორი მომგებიანობას უბრუნდება - როგორია ბანკების მე-2 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2021 წლის მე-2 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, გასული წლისა თუ კვარტალისგან განსხვავებით, ფაქტობრივად, ყველა ბანკი გავიდა მოგებაზე. ზარალზე მხოლოდ 1 ბანკი - „პაშა“ ბანკია.

მათ შორის, ანგარიშგებების მიხედვით, 2021 წლის მე-2 კვარტალში მოგებაზე გავიდა ორი დიდი ბანკი - „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში - 485 819 370 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 473 809 851 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, მე-2 კვარტლის მონაცემებით, 434 871 593 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 390 602 351 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ბანკების 2021 წლის მე-2 კვარტალი მოგების მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:

  • „ბაზისბანკი“ – 15 622 275;
  • „სილქ როუდ ბანკი“ - 226 620;
  • „კრედო ბანკი“ – 16 529 589;
  • „ქართუ ბანკი“ - 16 002 231;
  • „ფინკა ბანკი საქართველო“ - 1 005 671;
  • „ჰალიკ ბანკი“ – 7 648 239;
  • „იშბანკი საქართველო“ – 5 414 106;
  • „ტერა ბანკი“ – 15 032 351;
  • „ლიბერთი ბანკი“ – 23 247 257 ;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ - -1 426 094;
  • „პროკრედიტ ბანკი“ – 19 351 459;
  • „ვითიბი ბანკი“ - 19 366 015;
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 912 862.

თაია არდოტელი