ზარალიდან 58-მილიონიან წმინდა მოგებამდე - როგორია მისო-ების ფინანსური მაჩვენებლები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეკორდულ მოგებაზე არიან. თუ 2020 წლის მე-2 კვარტალი მისო-ებმა 29 მლნ ლარის ზარალით დაასრულეს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 58-მილიონიან მოგებაზე გავიდნენ.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე მოქმედმა 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ 58 093 248 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 59 590 034 ლარი შეადგინა.

ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, მე-2 კვარტლის მონაცემებით, 1,572 მლრდ ლარი იყო სექტორის აქტივები, მთლიანი კაპიტალი კი 545,1 მლნ ლარი.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის მე-2 კვარტალში მისო-ების საპროცენტო შემოსავალმა 155 686 443 ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 139,115 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 4,365 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, მისო-ებმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 10,281 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მე-2 კვარტალში ბაზარზე 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.