ჰარი პოტერის გამომცემელმა უახლოეს მეგობარს 1.2 მილიარდი დოლარი დაუტოვა

მიმდინარე წლის ივნისში, დუქსის ოლქში, ამერიკის უდიდესი გამომცემლობის პრეზიდენტი, რიჩარდ "დიკი" რობინსონ უმცროსი მოულოდნელად გარდაიცვალა. სწორედ იგი იყო პასუხისმგებელი ჰარი პოტერის “სიგიჟეზე“, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. თუმცა, როდესაც საქმე მის ნებას შეეხო, ოჯახი შოკირებული დარჩა, რადგან ქონება - 1.2 მილიარდიანი ბიზნესი გარდაცვლილის ნათესავებს და ოჯახის წევრებს არ ერგოთ.

მამის გარდაცვალებით შოკირებული რობინსონ უმცროსის ვაჟებისთვის, ანდერძი კიდევ უფრო შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. იმის ნაცვლად, რომ Scholastic Inc– ს საკონტროლო პაკეტი შვილებს - 25 წლის კინორეჟისორს მორის რობინსონსა და 34 წლის ჯონ ბენჰემ რობინსონს გადაებარათ, კომპანიაზე კონტროლი მის ყოფილ შეყვარებულს იოლა ლუჩესს გადაეცა.

ლუჩესი და რობინსონი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ერთად. ურთიერთობა არ იყო საიდუმლო კომპანიის სხვა წევრებისთვის. The Wall Street Journal– ის ინფორმაციით, ანდერძში რობინსონი აღწერს ლუჩესს, როგორც მის "პარტნიორს და უახლოეს მეგობარს".

როგორც ჩანს, მისი ოჯახის დანარჩენი წევრები არც თუ ისე კმაყოფილები არიან გადაწყვეტილებით და საქმის სასამართლოში განხილვას გეგმავენ.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი