მეწარმის გამოწვევები პანდემიის დროს და „საქართველოს ბანკი“ მისი ხელშეწყობისთვის

პანდემიამ ბიზნესს თავისი კვალი დაატყო - შეუცვალა გეგმები და უბიძგა, სიახლეები დაენერგა. ხანდახან, ყველაზე წარმატებული ბიზნესი კი სწორედ კრიზისულ პერიოდში იწყებს ფეხის ადგმას.

ამის მაგალითია ყველის საწარმო, რომელმაც ჰასპის სტანდარტები სწორედ კრიზისულ პერიოდში დანერგა, შედეგად კი პროდუქციის რეალიზაცია 50%-ით გაზარდა. ყველის საწარმოსა და ფერმის დამფუძნებელი თამაზ ბალიანი გვიამბობს, რომ მესაქონლეობის პროექტის ჯამური ბიუჯეტი 110 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 80 000 ლარი „საქართველოს ბანკის“ თანამონაწილეობაა. საკრედიტო ხაზს ფერმერი ახალი სადგომისა და ყველის შესანახი მაცივრის მშენებლობისთვის იყენებს.

231792493-418788646155453-2128440509949491740-n-1628252157.jpg

ფერმა ბორჯომის რაიონ სოფელ ანდეზიტში მდებარეობს და 25 ჰა-ზეა განთავსებული, სადაც 50 მეწველი ძროხაა, ადგილობრივებისგან კი დღეში 700-800 ლიტრ რძეს იბარებენ. დღიურად წარმოებული 120-130 კგ იმერული ყველი და სულგუნი კი ბორჯომისა და ბაკურიანის ბაზარს მიეწოდება.

232768660-229949775682889-5744715923453160999-n-1628252190.jpg

თამაზ ბალიანის თქმით, ზაფხულის სეზონზე და შემოდგომის დასაწყისში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რძეს იღებენ და ყოველთვიურად 5 ტონა ყველს აწარმოებენ, რომლის რეალიზაციაც სწრაფად ხდება, რადგან პროდუქტზე მოთხოვნა მაღალია.

„ჩვენ ამ საქმიანობას 2009 წლიდან ვეწევით, თუმცა ძალიან ნელა ვვითარდებოდით, ბევრი ფინანსური ვალდებულება გვქონდა და სტანდარტების დანერგვაც გვიჭირდა. საბოლოოდ, „საქართველოს ბანკის“ აგროკრედიტის ფარგლებში მივიღეთ დაფინანსება და გავფართოვდებით, რადგან პროდუქტზე მოთხოვნა მაღალი იყო, საქონელი კი სადგომში აღარ გვეტეოდა. მიღებული რესურსით ჰასპის სისტემის დანერგვამ კი საუკეთესო შედეგი მოგვცა“, - გვიამბობს ის.

რძის პროდუქტზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად, ფერმერი კიდევ უფრო გაფართოებას და მეტი სადგომის აშენებას გეგმავს.

R