5 წლამდე შიდა უპროცენტო განვადება „ტერასა გლდანი გრინ თაუერის“ ბინებზე 31 აგვისტოს სრულდება

მხოლოდ 31 აგვისტომდე სპეციალური შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერის“ ბინებზე - სრული საფასურის გადანაწილება 5 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებით.

აღნიშნული აქციით სარგებლობა შესაძლებელია პროექტში დარჩენილი ნებისმიერი ფართობის ბინებზე. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი გამოირჩევა ოპტიმალური დაგეგმარებით და წარმოდგენილია ბინები როგორც 68 კვ/მ ორი საძინებლით, ისე 53 კვ/მ ერთი საძინებლით და სხვა თქვენზე მორგებული ფართობითა და დაგეგმარებით.

პროექტის უპირატესობაა სამშენებლო მასალები, რომელიც ხმისა და თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. იზობლოკით აშენებული კორპუსის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, კომუნალური ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი დაზოგონ და ხელსაყრელ ადგილას მდებარე, ნათელ, მყუდრო ბინაში იცხოვრონ.

terasa-1628252197.jpg

საცხოვრებელი კორპუსის გამწვანებული სახურავი კი, საიდანაც მთელი თბილისის პანორამული ხედები იშლება, მობინადრეებს დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაეხმარებათ. პროექტის დასრულების შემდეგ, ტერასაზე მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, ბილიკები, დაირგვება მცენარეები და განთავსდება დასასვენებელი ადგილები.

პროექტი ხორციელდება გლდანის გამგეობის მიმდებარედ და როგორც ახმეტელის, ისე სარაჯიშვილის მეტროსთან ახლოს მდებარეობს.

terasa1-1628252254.jpg

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები დამატებით დეტალებს პირადად გააცნობენ.

gana-1628252279.jpg

(R)