მიკროსაფინანსოებში მომუშავეთა რიცხვი გაიზარდა - ვინ ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს

2021 წლის მეორე კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მისო-ების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში 42 მისო ასაქმებდა სულ 3 974 ადამიანს, 2021 წლის მეორე კვარტალში კი 39 მისო ასაქმებს 4 212 ადამიანს.

რაც შეეხება სერვის ცენტრებს. მათი რაოდენობაც გაზრდილია. 2020 წელი - 380, 2021 წელი - 384.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ყველზე მეტ ადამიანს ასაქმებს:

  • მისო კრისტალი - 1017 დასაქმებული
  • რიკო ექსპრესი - 493 დასაქმებული
  • სვის კაპიტალი - 346 დასაქმებული
  • კრედიტ სერვისი - 315 დასქმებული
  • ლაზიკა კაპიტალი - 275 დასაქმებული
  • ლიდერ კრედიტი - 257 დასაქმებული
  • მიკრო-ბიზნეს კაპიტალი - 230 დასაქმებული
  • ინტელექსპრესი - 213 დასაქმებული
  • ევრო კრედიტი - 145 დასაქმებული
  • ქართული კრედიტი - 122 დასაქმებული
თამარ მუკბანიანი