UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი კიდევ 33 ადგილს მიენიჭა - 4 საქართველოშია

2021 წელს UNESCO-მ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი კიდევ 33 ადგილს მიანიჭა. როგორც წესი, ორგანიზაცია ერთბაშად ამდენ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობს სტატუსს არ ანიჭებს ხოლმე, თუმცა ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია და გასულ წელს UNESCO-ს შეხვედრის გაუქმება გახდა.

Euronews წერს, რომ თითოეული ობიექტისთვის UNESCO-ს სტატუსის მინიჭება საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა, რაც მიუთითებს, რომ ობიექტი მსოფლიოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ის დაცვას საჭიროებს.

როგორც წესი, ობიექტებს UNESCO-ს სიაში შესატანად 3 კატეგორიიდან ერთ-ერთს ანიჭებენ. ესენია- კულტურული ღირებულება, ბუნებრივი ღირებულება და ორივე ერთად.

დღესდღეობით UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 213 ობიექტს აქვს.

2021 წელს სიას 33 ახალი ობიექტი შეემატა. მათ შორისა:

  • ნიცა, საფრანგეთი
  • არსლანტეპეს გორა, თურქეთი
  • ჩრდილო -დასავლეთ უელსი, გაერთიანებული სამეფო
  • ბოლონიის პორტიკები, იტალია
  • ონეგას ტბის პეტროგლიფები და თეთრი ზღვა, რუსეთის ფედერაცია
  • რომის იმპერიის საზღვრები - ქვედა გერმანული ლიმნები, გერმანია, ნიდერლანდები

აღსანიშნავია, რომ 33 ობიექტს შორის 4 საქართველოში მდებარეობს, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ესენია: კოლხეთის ნაკრძალი, მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორია და ქობულეთის დაცული ტერიტორია.

ბექა ბერიაშვილი