თურქეთი, რუსეთი, ინდონეზია, მალაიზია - სად ყიდულობს საქართველო საპონს

2021 წლის პირველ 6 თვეში, საქართველოში 10,247 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5 276 ტონა საპნის იმპორტი განხორციელდა. ეს მცირედ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან და მეტია პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ უცხოეთში 10,902 მლნ აშშ დოლარის საპონი იყიდა, ხოლო 2019 წელს 9,258 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ქვეყანას, საიდანაც 2021 წლის 6 თვეში, ყველაზე დიდი რაოდენობით საპონი შემოვიდა:

  • თურქეთი - 2,587 მლნ აშშ დოლარი (2 329 ტონა)
  • რუსეთი 1,835 მლნ აშშ დოლარი (910.6 ტონა)
  • საფრანგეთი - 908,69 ათასი აშშ დოლარი (112.4 ტონა)
  • გერმანია - 816,1 ათასი აშშ დოლარი (163.58 ტონა)
  • ჩეხეთი - 710,26 ათასი აშშ დოლარი (254.4 ტონა)
  • უკრაინა - 529,69 ათასი აშშ დოლარი (490.55 ტონა)
  • ინდონეზია - 299,17 ათასი აშშ დოლარი (211.32 ტონა)
  • ბულგარეთი - 273,10 ათასი აშშ დოლარი (163.68 ტონა)
  • სამხრეთ კორეა - 217,94 ათასი აშშ დოლარი (10.22 ტონა)
  • მალაიზია - 194,45 ათასი აშშ დოლარი (113.04 ტონა)

თამარ მუკბანიანი