„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ანაზღაურებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და გრძელდება მუშაობა თანამშრომელთა ნაწილთან, რომლებიც შეთავაზებას არ ეთანხმებიან

"თბილსერვის ჯგუფის" ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება ნაწილობრივ შედგა.

თუმცა, შეთანხმების ის ძირითადი ნაწილი,რომელიც ხელფასის 50%-ით ზრდას ითვალისწინებს არ გათვალისწინებულა

როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ, დავით ფაჩულიამ განაცხადა, კომპანიის ადმინისტრაცია თანამშრომლებს მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა რის შედეგადაც შეთანხმება ნაწილობრივ შედგა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დასუფთავების მანქანების ნაწილი სამუშაოდ გავიდა თუმცა, თანამშრომლების იმ ნაწილთან რომელთანაც შეთანხმება ვერ შედგა, მოლაპარაკებების ჯერ კიდევ გრძელდება.

ამასთან, ფაჩულიამ განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან აქტივობა იკვეთება, რომლებიც მომხდართან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ .

"თბილსერვის ჯგუფის" ადმინისტრაცია თანამშრომლებს შეხვდა მერიის წარმომადგენლებთან ერთად და მივედით შეთანხმებამდე. რამდენიმე ათეული თანამშრომელი არ დაეთანხმა ამ შეთანხმებას. თუმცა, უკვე მანქანების ნაწილი გავიდა სამუშაოდ. თანამშრომლებს კონკრეტულ ციფრებს არავინ შეპირებია, ხელფასების დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება, სამუშაო გრაფიკს იგივე იქნება. ამაზე თანამშრომლების ნაწილი დაგვეთანხმა. თუმცა, აქ იკვეთება რამოდენიმე ჯგუფი, როგორც უკვე დავინახეთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები . მოვისმინეთ აბსურდი, ტყუილი თითქოს თანამშრომლებს შესაბამისი ხელთათმანები არ აქვთ. პრობლემა რაც არის ყველამ ვიცით და ამაზე ვსაუბრობთ, შესაბამისად, ვითხოვეთ კონკრეტული ვადები. თვის ბოლოს უკვე შესაბამისი ტანსაცმელი შემოვა, ახალი წლიდან ხელფასები მოემატებათ და უფასო დაზღვევა ექნებათ.ახალი წლის პირველი თავიდანვე მიიღებენ მომატებულ ხელფასს, ამაზე მეტს კონკრეტულს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ვერცერთი თანამშრომელი ვერ იტყვის, რომ ხელმძღვანელობასთან უნდოდა შეხვედრა. ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს თანამშრომლების ნაწილთან, რომლებიც ამ შეთანხმებას არ ეთანხმებიან", - განაცხადა დავით ფაჩულიამ.