საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში სრულად ვაქცინირებული მგზავრები მომავალი კვირიდან კარანტინის გარეშე შეძლებენ შესვლას

საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში სრულად ვაქცინირებული მგზავრები 8 აგვისტოდან კარანტინის გარეშე შეძლებენ შესვლას.2 აგვისტოდან ამოქმედებული რეგულაციის თანახმად, ვაქცინირებულ მგზავრებს ბრიტანეთში ევროკავშირის ქვეყნებიდან შესვლა კარანტინის გარეშე შეუძლიათ, თუმცა გამონაკლისი მხოლოდ საფრანგეთს ეხებოდა.

ბრიტანეთის შესაბამისი უწყებების განცხადებით კი, ახლა უკვე ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან ჩასულ მგზავრებს, რომლებიც აცრილნი არიან ევროპასა და აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინებით, კარანტინი აღარ შეეხებათ.

გარდა ამისა, მომავალი კვირიდან დიდ ბრიტანეთში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეეძლება შესვლა მგზავრებს შენგენის 7 ქვეყნიდან, რომლებიც „მწვანე ზონას“ მიეკუთვნებიან. ესენია: ავსტრია, გერმანია, ლატვია, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.