მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 202 მილიონს გადააჭარბა,  კოვიდ 19-ს 4.2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 202 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 182 მილიონს უახლოვდება. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 16.2 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 36.4 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 31.8 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.