კოვიდპანდემის მსხვერპლთა პატივსაცემად ვენეციის არხში გიგანტურმა ვიოლინომ გაცურა

ვენეციაში კოვიდპანდემიის მსხვერპლთა პატივსაცემად გიგანტური ვიოლინოს ფორმის ნავი დაამზადეს და გასაცურად ჩაუშვეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„ნოეს ვიოლინოს“ საცდელი ცურვის დროს ბაქანზე, კერძოდ, გიგანტური ვიოლინოს სახელურზე ვიოლონჩელისტი ქალბატონი საღამოს კაბაში იჯდა და უკრავდა.

„ნოეს ვიოლინო“ პანდემიის დროს, რომელმაც იტალია განსაკუთრებით დააზარალა, მხატვარმა, ლივიო დე მარჩიმ ვენეციის განვითარების კონსორციუმთან თანამშრომლობით შექმნა. ეს მხატვარი „ვენეციელი დურგლის“ სახელით არის ცნობილი და მრავალი მცურავი სკულპტურა, მათ შორის ხის Ferrari შეუქმნია.

გიგანტური ვიოლინოს სიგრძე 12 მეტრია (40 ფუტია). მომავალში მოსახლეობა მას ვენეციის Grand Canal-ში მუსიკალურ ანსამბლთან ერთად იხილავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ