Amazon-ი ვაცინირებულ თანამშრომლებს შორის 1,6 მილიონ დოლარს გაათამაშებს

კომპანია Amazon 1,6 მილიონ დოლარს, ასევე ავტომობილებსა და სამოგზაურო პაკეტებს გაათამაშებს საკუთარ ვაქცინირებულ თანამშრომლებს შორის. ამის შესახებ სააგენტო “ბლუმბერგი” წერს.

შედეგად Amazon ფიქრობს, რომ გააცოცხლებს თანამშრომლებს შორის ინტერესს ვაქცინაციისადმი. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 1,3 მილიონს აღემატება. ამასთან, კომპანია არ გეგმავს სავალდებულო ვაქცინაციის წესის დანერგვას, ვინაიდან ეშინია, ამან არ გამოიწვიოს პერსონალის მხრიდან კრიტიკა და სამსახურიდან გათავისუფლებები..

კამპანიის ფარგლებში, რომელსაც ეწოდა Max Your Vax, გათვალისწინეულია 8 ფულადი ჯილდო, ორი - 500 000 დოლარის ოდენობით და ექვსი - 100 000 დოლარის ოდენობით. გარდა ამისა, ვაქცინირებულ თანამშრომლებზე ასევე გათამაშდება 5 ავტომობილი და ამდენივე საგზური. გათამაშებაში ჩაერთვებიან საწყობებისა და დაფასოებელი განყოფილებების თანამშრომლები, ასევე ისინი, ვინც მუშაობენ მაღაზიათა ქსელში Whole Foods, რომელიც ასევე ჯეფ ბეზოსის კომპანიის კუთვნილებაა.

მანამდე კი კომპანიამ დაავალდებულა ყველა თანამშრომელი 9 აგვისტოდან ატაროს პირბადე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ვაქცინირებული.ზომების გამკაცრება გამოწვეულია შტატებში დელტა შტამის გავრცელების გამო.

კოკა კვირკველია