“კულინანის” საბადოში 342-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარე “კულინანის” ალმასების საბადოში ნაპოვნია 342,92-კარატიანი საიუველირო ხარისხის ალმასი. ამის შესახებ The Independent შახტის მფლობელ კომპანია Petra Diamonds-ზე დაყრდნობით წერს.

" თეთრ ქვას აქვს საუკეთესო ხარისხი და უმაღლესი სისუფთავე”, - ნათქვამია კომპანიის განცახდებაში. ეს ალმასი მიმდინარე თვეს არის მოპოვებული.

როგორც ცნობილია ამ შახტაში”1905 წელს მოპოვეს მსოფლიოში ამ დრომდე უდიდესი ალმასი, რომელსაც ეწოდა “კულინანი” ანუ “აფრიკის ვარსკვლავი”. ის 3 106 კარატს იწონის (621,3 გრამს). მისგან ჰოლანდიელმა იუველირებმა ორი მსხვილი ორგანული ალმასი, 7 დიდი და 96 მცირე ზომის ბრილიანტი შექმნეს, მათგან ყველაზე დიდი 530,2-კარატიანი ორგანული ალმასი ბრიტანელი მონარქების სკიპტრაშია ინკუსტრირებული.

სპეციალისტები თვლიან, რომ საბადო “კულინანის” პოტენციალი კიდევ მინიმუმ 50 წელი არ ამოიწურება. აქედან მიეწოდება მსოლიოს უმაღლესი ხარისხის ალმასები და მათ შორის, უიშვიათესი ცისფერი ალმასები.