ბიტკოინის ფასი 45 ათას დოლარს გასცდა

კვირას მიმდინარე ვაჭრობის შედეგად კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი გაიზარდა და 45,000 დოლარს გასცდა. აღნიშნული ზრდა დაფიქსირდა თბილისის დროით 16:31 საათზე.

დღეს თბილისის დროით 09:31 საათზე კი ბიტკოინის ფასი 43,6 ათას დოლარად ივაჭრება.

ბოლოს ამ კრიპტოვალუტის ფასი 45 ათას დოლარზე მეტი ამ წლის მაისში ღირდა.

ცნობისათვის, ბიტკოინი არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.

კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვენდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა, ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.

კოკა კვირკველია