მზად ხარ გამარჯვებისთვის: კია საქართველოსა და ალდაგის საჩუქარი ლაშა ბექაურს

ტოკიო 2020-ის ოქროს მედალოსანმა ლაშა ბექაურმა "კია საქართველოსგან" საჩუქრად მანქანა მიიღო.

ქართველი ძიუდოისტი Kia Proceed GT-ის 2021 წლის მოდელის მფლობელი გახდა, რომლის რისკებიც ალდაგშია დაზღვეული.

“პირველ რიგში, გვსურს მივულოცოთ როგორც ლაშა ბექაურს, ისე სრულიად საქართველოს ტოკიო 2020-ის გამარჯვებები! გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება დავაჯილდოვოთ ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს სახელით პირველი მედალი მოიპოვა. გვეამაყება და წარმატებას ვუსურვებთ ლაშა ბექაურს, რომელიც, დარწმუნებული ვართ, მზადაა, კიდევ არაერთი გამარჯვებისთვის,” - აცხადებენ ალდაგში.

28 ივლისს, მხრის ტრავმის მიუხედავად, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა, რამაც საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ფინალამდე ბექაურმა ოთხი მეტოქე: პოლონელი პიოტრ კუჩერა, ებრაელი ლი კოჩმანი, უზბეკი დავლატ ბობონოვი და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა შორის ყველაზე უმცროსია - მას 26 ივლისს 21 წელი შეუსრულდა.

ალდაგი ულოცავს ლაშა ბექაურს და მთელ საქართველოს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს ოლიმპიადაში მონაწილე ქართველებს!

(R)