ჩეხეთი საწვავზე მომუშავე ავტომობილების წარმოების აკრძალვას არ ემხრობა

ჩეხეთის ხელისუფლება კრიტიკულად აფასებს ევროკავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, აიკრძალოს ევროკავშირში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების წარმოება. ამის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ გევრდზე ვიდეო-მიმართვისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.

“ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ კლიმატის ცვლილებას. თუმცა არ გვინდა შემოვიღოთ ეკოლოგიური გადასახდელები და არ გვინდა ასევე შევწყვიტოთ შიგაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოება, როგორადაც ამას მოიაზრებს ბრიუსელი, რომ ყველას გვყავდეს ელექტრომობილები. ეს არ არის კარგი იდეა”, - თქვა ბაბიშმა.

ცნობისათვის, ივლისში ევროკომისიამ წარმოადგინა გაფართოებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალსიწინებს 2050 წლისთვის გამონაბოლქვის განულებას. ამ გეგმის მიხედვით 2035 წლიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აიკრძალება ტრადიციულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გამოშვება.

კოკა კვირკველია