SALE - მთავრობა მორიგ აუქციონს აცხადებს და ქონებებს 25-50-%-იანი ფასდაკლებით ყიდის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს აგრძელებს. 2021 წლის რიგით მე-4 აუქციონზე პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში კერძო სექტორს მომდევნო საინვესტიციოდ მიმზიდველ 90 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებას, მათ შორის 54 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და 6 სახელმწიფო საწარმოს სთავაზობს.

„აღსანიშნავია, რომ გასაყიდ ქონებებს შორის 89 ობიექტი 25-50% -იანი ფასდაკლებით გაიყიდება. პრივატიზების პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

დაჩქარებულ პრივატიზაციის პროცესს სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. პროგრამის ფარგლებში შემუშავებულ საპრივატიზებო რუკას პერიოდულად დაემატება ახალი საინვესტიციო შეთავაზებები“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აუქციონებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/32WNZ5d