“საქართველოს ბანკისგან” მიღებულმა ფინანსურმა რესურსმა საშუალება მოგვცა პანდემიის პერიოდში საქმიანობა გაგვეგრძელებინა"

„ატელიე +1“ ერთ-ერთია იმ ბიზნესთა შორის, რომელსაც პანდემიამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა, თუმცა მისმა დამფუძნებელმა თეონა თავდგირიძემ სწრაფადვე იპოვა გამოსავალი და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედა.

9 წლის წინ დაწყებული ბიზნესი პანდემიის მიუხედავადაც, დღეს უკვე შემდგარი და წარმატებულია, თუმცა სურს, ატელიე ფაბრიკად აქციოს. პანდემიამდე ძირითადად, კერძო შეკვეთებს ასრულებდნენ, თუმცა „ლოქდაუნის“ გამო შეკვეთები 40%-ით შეუმცირდათ, რის გამოც სპეცტანსაცმლის, ფორმებისა და სპორტული სამოსის კერვა დაიწყეს. ამ ეტაპზე, ატელიე ხუთ პარტნიორთან თანამშომლობს: კაფე-ბარი „ნეოკა“ , „შერატონის“ სასტუმრო და რესტორანი, სასტუმრო „ლეგენდა“ და ბათუმის სამედიცინო ცენტრი.

ატელიემ „საქართველოს ბანკისგან“ დაფინანსება 90 000 ლარის ოდენობით 3 წლის წინ მიიღო, პროექტის ჯამური ბიუჯეტი კი 267 400 ლარია. მთელი ამ წლების განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ და საბრუნავი საშუალებებისთვის ბანკისგან მიღებულმა ფინანსურმა რესურსმა საშუალება მისცა, პანდემიის პერიოდში არათუ გადარჩენილიყო, არამედ საქმიანობა გაეგრძელებინა.

mewarmee-1628497963.jpg

„აქამდე სპეცტანსაცმლის შექმნის გამოცდილება არ გვქონია, თუმცა ალღო მარტივად ავუღეთ. ამ ეტაპზე ჩემი გამოწვევაა პროფესიონალი თანამშრომლების პოვნა, რომელთაც კარგად იციან თავისი საქმე. მე ჩემს თანამშრომლებს მუდმივად ვატრენინგებ, თუმცა მაინც არის პროფესიონალი კადრების დეფიციტი“, - აღნიშნა ატელიეს დამფუძნებელმა.

ფაბრიკის გახსნის შემთხვევაში, წარმოებაში ჩაეშვება არამხოლოდ სპეცტანსაცმელი, არამედ თავად დიზაინერის, თეონა თავდგირიძის მიერ შექმნილი სამოსიც.

(R)