საქართველოში საზამთროს იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - სად ვყიდულობთ პროდუქტს

2021 წელს საქართველომ უცხოეთში რეკორდულად დიდი რაოდენობით საზამთრო იყიდა. იანვარ-ივნისში ქვეყანაში სულ 10 434 ტონა ახალი საზამთრო შემოვიდა, რაც თითქმის 2,5-ჯერ მეტია პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საზამთროს ასეთი დიდი მოცულობით იმპორტი ქვეყანაში ფაქტობრივად, არ განხორციელებულა.

უფრო კონკრეტულად, 2021 წლის 6 თვეში საქართველომ უცხოეთში 10 434 ტონა (938 ათასი დოლარი) საზამთრო იყიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 7 761 ტონა (707,3 ათასი დოლარი), 2019 წელს კი ქვეყანაში 4 574 ტონა (427 ათასი დოლარი) ახალი საზამთროს იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წელს 6 თვეში საზამთრო 4 ქვეყანაში ვიყიდეთ:

  • თურქეთი - 9 125 ტონა (804,7 ათასი დოლარი)
  • ირანი - 1 286 ტონა (127,2 ათასი დოლარი)
  • აზებაიჯანი - 19,6 ტონა (1,67 ათასი დოლარი)
  • ნიდერლანდები - 2,6 ტონა (4,4 ათასი დოლარი)