საქართველოდან განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ღირებულება  23.4 მლნ დოლარს შეადგენს

მიმდინარე წლის 1 მაისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 25.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.6 ათასი ტონით (41%), ხოლო ღირებულება - 7.9 მლნ აშშ დოლარით (51%) გაიზარდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (16,915), სომხეთში (7,688 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (671 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).