კოვიდგადატანილი პირები, ვისაც ერთხელ აქვს გაკეთებული ვაქცინა ორი დოზით ვაქცინირებულებთან გათანაბრდებიან

კოვიდგადატანილი პირები, ვისაც ერთხელ აქვს გაკეთებული ვაქცინა ორდოზავაქცინირებულებთან გათანაბრდებიან. მათზეც იმავე რეგულაცია გავრცელდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განცხადა.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოვიდ გადატანილი პირები, ვისაც ერთხელ აქვს გაკეთებული ვაქცინა, ისინი 2 დოზავაქცინირებულებთან გათანაბრდებიან და მათზეც იმავე რეგულაცია გავრცელდება, რაც სრულად ვაქცინირებული პირებისთვისაა“, - განაცხადა ღიბრაძემ.