რა პროექტის განხორციელებას გეგმავს ჭყონია წერეთლის გამზირზე, „კოკა-კოლას“ ძველ ტერიტორიაზე

თბილისში, წერეთლის გამზირზე, „კოკა-კოლას“ ძველ ტერიტორიაზე, ახალი პროექტის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქეყნებული 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ტერიტორიაზე კულტურულ-საგანმანათლებლო შემოქმედებითი ცენტრის განვითარება იგეგმება. ცენტრის პროექტი მოიცავს: დიზაინის, სახვითი ხელოვნების სასწავლო ცენტრის, ერთობლივი საქმიანობის სივრცის შექმნას; საკონცერტო, საგამოფენო, თეატრალური წარმოდგენებისათვის ფართების გაქირავებას; კინოსა და სატელევიზიო პროექტებისათვის პავილიონების მოწყობა-გაქირავებას; 10 ნომრიანი სასტუმროს, სხვადასხვა ტიპის რესტორნებისა და კაფეების მოწყობას; საოფისე ფართებისა და საკონფერენციო სივრცეების მოწყობა-გაქირავებას.

როგორც ანგარიშგებაში ვკითხულობთ, წერეთელის 114-ში განთავსებულ ტერიტორიაზე რეკონსტრუქციული სამუშოების განხორციელების შესახებ, „კოკა-კოლამ“ სამშენებლო კომპანიასთან ხელეკრულება 2021 წლის იანვარში გააფორმა.

თაია არდოტელი