KFC-მა ახალი რესტორნის პოპულარიზაციისთვის IKEA-ს ლოგო გამოიყენა

ქათმის ხორცის საკვები პროდუქტების რესტორნების უმსხვილესმა ქსელმა, KFC -მა ესპანეთის პალმა დე მალიორკაში კიდევ ერთი რესტორანი გახსნა. თუმცა იმის გამო, რომ რესტორანი ხალხმრავალ ადგილზე არ მდებარეობს, KFC-ის ესპანეთის ჯგუფმა რეკლამირების ე.წ. პარტიზანული კრეატივი მოიფიქრა. ინფორმაციას კომპანია Twitter-ის გვერდზე თავად ავრცელებს.

ადგილობრივ მოსახლეობისთვის და დამსვენებლებისთვის ახალი რესტორნის გაცნობის მიზნით, KFC-მა თავისი ბანერი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის პოპულარული შვედური ბრენდის, IKEA- ს საფირმო ლურჯ და ყვითელ ფერებში, შრიფტითა და ლოგოთი გამოფინა. საქმე ისაა, რომ IKEA-ს საცალო ვაჭრობის მაღაზია KFC-ის ახალი რესტორნის მახლობლად მდებარეობს.

ამით KFC-ის კრეატიულმა ჯგუფმა გამვლელებს შეუქმნა ასოციაცია, რომ IKEA-სთან ახალი რესტორანი გაიხსნა.

კომპანია IKEA ამ ფაქტს Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა KFC- ს, რადგან მისი პარტიზანულ მარკეტინგი მნიშვნელოვნად წაადგება IKEA-ს საფირმო კერძის, შვედური Meatballs-ის (ხორცის ბურთულების) რეკლამას, რომელსაც საცალო მოვაჭრე თავის კაფეტერიებში ყიდის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ