საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს კიდევ 54 ადამიანი ემსხვერპლა.

დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა 44536-ია.

აღნიშნული მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2713 ადამიანი.