Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1050 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1050 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1075 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 9 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1050 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6493 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.