აზერბაიჯანის მოქალაქეები ოქროს ნაკეთობების დეკლარირების გარეშე შემოტანას ცდილობდნენ

საბაჟო გამშვებ პუნქტ "წითელ ხიდზე" აზერბაიჯანის მოქალაქეები 555,76 გრამი ოქროს ნაკეთობების დეკლარირების გარეშე შემოტანას ცდილობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "ვ.ნ.-ისა და ს.ნ.-ის ბარგის დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 23763,24 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს", - აცხადებენ უწყებაში.