კომპანია Apple აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე სამხრეთ-კორეულ ელექტრომობილებისთვის საჭირო კომპონენტების მწარმოებელ კომპანიასთან, საკუთარი ელექტრომობილის შექმნის კონტექსტში. ამის შესახებ გაზეთი The Korea Times საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
“Apple -ის ოფიციალური წარმომადგენლები იმყოფებოდნენ რესპუბლიკაში საქმიანი მოლაპარაკებებისთვის კორეელ პარტნიორებთან, რომლებიც მუშაობენ მიკროსქემებისა და დისპლეების სფეროში”, - განაცხადა მაღალი თანამდებობის პირმა, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო ამ საკითხში.
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. Apple მოლაპარაკებებს აწარმობს კომპანიებთან LG, SK და Hanwha, თუმცა ეს მოლაპარაკებები ჯერ ადრეულ სტადიაზეა”, - აცხადებს ის.
გაზეთის ცნობით, Apple განიხილავს ელექტრომობილებში ლითიუმ-რკინა-ფოსფატის აკუმულატორების გამოყენებას, რომლის წარმოებაშიც ლიდერები არიან ჩინური კომპანიები, თუმცა აშშ-ჩინეთის “სავაჭრო ომის” გამო Apple-მა თანამშრომლობისთვის კორეელ მწარმოებლებს მიმართა.
მანამდე წლის დასაწყისში CNBC წერდა, რომ Apple ახლოს იყო სამხრეთ-კორეულ კომპანიებთან Hyundai Motor Company და Kia Motor ერთობლივად შეექმნათ თვითმართვადი ავტომობილი ელექტრო ძრავით. მოგვიანებით ტელევიზიამ დააზუსტა, რომ მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.