საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს აგრძელებს.
2021 წლის რიგით მე-4 აუქციონზე პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში კერძო სექტორს მომდევნო საინვესტიციოდ მიმზიდველ 90 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებას, მათ შორის 54 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და 6 სახელმწიფო საწარმოს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ მე-4 აუქციონზე 89 ობიექტი 25-50% -იანი ფასდაკლებით იყიდება.
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, რომელსაც სახელმწიფო ყველაზე ძვირად ყიდის:
- ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალავერში მდებარე 1496 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - 4 890 000 ლარი ( 140,2833 ჰა)
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში მდებარე 2639769 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1 600 000 ლარი ( 263,9769 ჰა)
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენში მდებარე 69885 კვ.მ); 26906 კვ.მ; 54870 კვ.მ; 31597 კვ.მ; 85087 კვ.მ; 6198 კვ.მ; 38281 კვ.მ. და 33752 სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები - 540 000 ლარი ( 34,6576 ჰა)
- ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიფულში მდებარე 256657 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 283 000 ლარი ( 25,6657 ჰა)
- ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადში მდებარე 249136 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 275 000 ლარი, 24, 9136 ჰა
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხში მდებარე 144867 კვ.მ (საკადასტრო კოდი 43.10.44.293) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 261 000 ლარი ( 14,4867 ჰა)
- სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაშში მდებარე 247928 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 261 000 ლარი (24,7928 ჰა)
- ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში მდებარე 218640 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 241 000 ლარი ( 21,8640 ჰა)
- თელავში, სოფელ წინანდალში მდებარე 105583 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 238 000 ლარი (10,5583 ჰა)
- ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიფულში მდებარე 214667 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 237 000 ლარი ( 21,4667 ჰა)