კახა კალაძე - ხელფასების მატებასთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილება სწორია - დედაქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასების მატებაზე განცხადებას ხვალ გავაკეთებ

ხელფასები ნამდვილად გასაზრდელია, მათ შორის მერების. აქ მხოლოდ რეგიონებზეა საუბარი, ვინაიდან ძალიან დიდია სხვაობა დედაქალაქსა და რეგიონებს შორის, რაც არასწორია, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად საჯარო მოსამსახურეების და მერების ხელფასები 2022 წლის იანვრიდან გაიზრდება.

მისივე თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სამსახურების მიმართ ხელფასების მატებაზე განცხადება ხვალ გაკეთდება.

,,ხელფასების მატებასთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ არის მიღებული. დედაქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასების მატებაზე განცხადებას ხვალ გავაკეთებ. ხელფასები ნამდვილად გასაზრდელია, მათ შორის მერების. აქ მხოლოდ რეგიონებზეა საუბარი, ვინაიდან ძალიან დიდი სხვაობაა დედაქალაქსა და რეგიონებს შორის, რაც არასწორია. საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან ბევრ სამუშაოს აკეთებენ, რა თქმა უნდა, მნიშნველოვანია ხელფასების მატება და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.